რეზონანსი
20.05.2017

 ქართული ავტოგასამართი სადგურები მსოფლიოს 10 ყველაზე ლამაზი სადგურების სიაში მოხვდა.რეიტინგი ბრიტანულმა გამოცემამ „DesignCurial"-მა შეადგინა.

რეიტინგში მესამე ადგილს ბათუმის „მაკდონალდსის" შენობის გვერდზე მდებარე ბენზინგასამართი სადგური იკავებს, რომლის არქიტექტორიც გიორგი ხმალაძეა. სადგური 2013 წელს აშენდა.

რეიტინგში მეცხრე ადგილს კი კომპანია „ვისოლის" ბენზინგასამართი სადგური იკავებს. სადგურის არქიტექტურა გერმანულ კომპანია „Mayer"-ს ეკუთვნის. შეგახსენებთ, რომ ვისოლის ბენზინგასამართი სადგური გასულ წელსაც მოხვდა მსოფლიოს ყველაზე ლამაზ სადგურებს შორის. მაშინ გამოცემამ „Telegraph"-ის მსოფლიოს საუკეთესო დიზაინის მქონე ავტოგასამართი სადგურების სამეულში შეიყვანა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×