რეზონანსი
20.05.2017

 არსებობს საფრთხე,რომ ანტარქტიდა დაიშალოს და მსოფლიოს სანაპირო ქალაქები წყლით დაიფაროს. ამის შესახებ „ნიუიორკთაიმსი" იუწყება. გამოცემის ინფორმაციით, მსოფლიოს მტკნარი წყლის 60 %-ზე მეტი ანტარქტიდაზე არის დაგუბებული. დასავლეთ ანტარქტიდის ყინულის დიდი ნაწილი ზღვაში ვარდება და დიდი რაოდენობით დნება.

ათეულობით მილიონი წლის განმავლობაში, თოვლის და ყინულის საფარის თხელი ფენები დნებოდა და კონტინენტის ყინულოვანი მთების მოცულობა იკლებდა. იმ შემთხვევაში, თუ ყინულის ფენები დაიშლება, ზღვის დონე 160 მეტრით მოიმატებს და გლობალური წყალდიდობები გარდაუვალი იქნება. ანტარქტიდაზე ყინულის მასის დნობა სასარგებლო წიაღისეულის ინტენსიური წვის გამო გარდაუვალია.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×