რეზონანსი
20.05.2017

 ძლიერი წვიმის გამო მდინარე რიონი ადიდდა და კალაპოტიდან გადმოვიდა. უამინდობის გამო წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელი ჟონეთი დაიტბორა . ადგილზე მობილიზებულია შესაბამისი სამსახურები. ჩაკეტილია ქუთაისი-ალპანა-მამისონის საავტომობილო გზის მონაკვეთი.

ძლიერმა სეტყვამ გუშინ გორის მუნიციპალიტეტის სოფლები, ვარიანი და არაშენდაც დააზარალა. 20-წუთიან სეტყვას ძლიერი წვიმა ახლდა. ადგილობრივების ინფორმაციით, განადგურდა მოსავლის დიდი ნაწილი, ბოსტნეული და ერთწლიანი კულტურები. ისინი მთავრობისგან დახმარებას ელიან.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×