რეზონანსი
21.05.2017

დღეს საქართველოს 1 500-ზე მეტ სკოლაში გამოსაშვები გამოცდები ერთდროულად, 09:00-ზე, ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდით დაიწყო.

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის წარმომადგენელთა განცხადებით, გამოცდებისათვის 48 000-ზე მეტი მოსწავლეა დარეგისტრირებული. მე-12 კლასის მოსწავლეები გამოცდას 4 საგანში (ქართული ენა და ლიტერატურია, უცხო ენა, ისტორია, მათემატიკა) ჩააბარებენ.

გამოსაშვებ გამოცდებზე მინიმალური გამსვლელი ქულაა 5.51. შეფასების ათვლა 5 ქულიდან იწყება და ზღვრის გადასალახად მოსწავლემ დაახლოებით, 15 მარტივ კითხვას უნდა უპასუხოს. მოსწავლეებმა, რომლებმაც მე-11 კლასის რომელიმე გამოცდაში ზღვარი ვერ გადალახეს ან ვერ შეძლეს გამოცდაზე გამოცხადება, საშუალება აქვთ ის საგანი მიმდინარე გამოსაშვებ გამოცდებზე ჩააბარონ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×