რეზონანსი
21.05.2017

 ძლიერმა სტიქიამ საქართველოს რამდენიმე რეგიონი განსაკუთრებულად დააზარალა. მძიმე მდგომარეობაა კახეთში, ლაგოდეხის რაიონში სეტყვის შედეგად მთლიანად განადგურდა საზამთროს ბაღები, ვენახები და ნათესები. ასევე დაიტბორა რამდენიმე საცხოვრებელი სახლის სარდაფები.

სამეგრელოში წყალდიდობამ, ახალგაზრდა ფერმერის სკები დატბორა, განადგურებულია 750 სული ფუტკარი.

რაც შეეხება ბორჯომს, გვიან ღამით, თორიას ქუჩაზე, მყოფ ადგილობრივ მოსახლეობას, ძლიერმა და ხანგრძილვმა წვიმამ პრობლემები შეუქმნა. მოვარდნილმა წყალმა მათი საცხოვრებელი სახლის პირველი სართული დატბორა. საჭირო იყო მოსახლეობის უსაფრთხო ადგილზე გადაყვანა.  ბორჯომში, მეწყერის ზონიდან მაშველებმა 13 ადამიანი უსაფრთხო ადგილზე გამოიყვანეს.

ძლიერი წვიმის გამო იმერეთის სამხარეო ადმინისტრაცია საგანგებო რეჟიმში მუშაობს. იმერეთის ვიცეგუბერნატორის სოსო ხახალეიშვილის თქმით, მხარის 12-ვე მუნიციპალიტეტში შტაბებია შექმნილი, რომლებიც მუშაობის 24 საათიან რეჟიმზეა გადასული. სამხარეო ადმინისტრაციის ინფორმაციით, მუნიციპალიტეტებში ზარალის დათვლა გამოდარებისთანავე დაიწყება.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×