რეზონანსი
21.05.2017

 საპატრიარქოს ადვოკატი, ედიშერ ქარჩავა, დეკანოზ გიორგი მამალაძეს ფულის გათეთრებაში ადანაშაულებს. ადვოკატის თქმით, საპატრიარქოში იციან დოკუმენტის არსებობის შესახებ, სადაც ჩანს, რომ დეკანოზი 50 მილიონი ევროს გათეთრებას აპირებდა. მანვე აღნიშნა, რომ არსებობს მამალაძის ხელმოწერილი ხელშეკრულება. კომპანია დარეგისტრირებულია ესპანეთში, ხოლო ტრანზაქცია უკრაინიდან უნდა განხორციელებულიყო.

„საინტერესოა, საიდან ჰქონდა საზღვარგარეთ ესპანეთში გახსნილი კომპანია მღვდელს, რომელსაც სამეწარმეო საქმიანობის უფლება არა აქვს და არ შეიძლება, რომ მღვდელი ბიზნესმენი იყოს. მამაკაძეს 50 მილიონი ევროს ტრანზაქცია უნდა განეხორციელებინა... თავმჯდომარე უნდა ყოფილიყო თავად მამა გიორგი მამალაძე და ეს უკანონო ფული უნდა გათეთრებულიყო და ეკლესია უნდა გამოყენებულიყო და საქართველოს სახელმწიფოს წინააღმდეგაც კი იყო გარკვეული ქმედება იყო მიმართული" , - აცხადებს ედიშერ ქარჩავა.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×