რეზონანსი
21.05.2017

 „РИА"-ს ინფომაციით, ნიგერიის სამხედრო ძალების სპეცოპერაციის შედეგად ისლამისტური დაჯგუფება „ბოკო ჰარამის" 13 წევრი ლიკვიდირებულია და 10 დაკავებული. დაკავებულებს შორის 6 ქალია, რომლებიც სავარაუდოდ, დაჯგუფებისთვის იარაღის მიწოდების კუთხით მუშაობდნენ.

დაჯგუფება „ბოკო ჰარამი" 2002 წელს შეიქმნა და ძირითადად ნიგერიის ტერიტორიაზე მოქმედებს. ისლამისტები ქვეყანაში შარიათის კანონების შემოღებას ითხოვენ და დასავლეთის გავლენის შესუსტებისთვის იბრძვიან. 2015 წლის აპრილში დაჯგუფებამ სახელი შეიცვალა და ახლა მას „ისლამური სახელმწიფოს დასავლეთაფრიკული პროვინცია" ჰქვია. ეს მას შემდეგ მოხდა, რაც დაჯგუფების მეთაური აბუბაქარ შექაუ „ისლამურ სახელმწიფოს" მიემხრო.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×