რეზონანსი
21.05.2017

უხვმა ნალექმა რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მხარეში არამარტო ვენახები და სახნავ-სათესი მიწები, არამედ ამბროლაურის აეროპორტის დამცავი კედლის ნაწილიც დააზიანა.

გუბერნატორი პაპუნა მარგველიძე, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსა და ამბროლაურის აეროპორტის წარმომადგენლებთან ერთად სტიქიის ზონაში იმყოფებოდა და არსებულ მდგომარეობას ადგილზე გაეცნო.

სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოების ჩასატარებლად შესაბამისი ტექნიკაა მობილიზებული. გაწმენდითი სამუშაოები მთელი დღის მანძილზე მიმდინარეობდა.

მუნიციპალიტეტებში შექმნილია სამუშაო ჯგუფები, რომლებიც სწავლობენ ადგილზე არსებულ მდგომარეობას და ზარალის ოდენობას ითვლიან.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×