რეზონანსი
21.05.2017

50-ე დღეა ვენესუელაში ანტისამთავრობო აქციები გრძელდება. დიდი ქალაქების ქუჩებში ასიათასობით დემონსტრანტი გამოვიდა. აქცია პოლიციასთან შეტაკებაში გადაიზარდა.

სამართალდამცველებმა დემონსტრანტების წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი გამოიყენეს. აქციაზე მისულებმა კი პოლიციას სხვადასხვა ნივთები ესროლეს და სატვირთო ავტომობილი დაწვეს. ქალაქ ტაჩირაში დემონსტრანტებმა ეროვნული გვარდიის სამხედროების მისამართით მოლოტოვის კოქტეილები ისროლეს.

ვენესუელაში საპროტესტო აქციები მოქმედი ხელისუფლების წინააღმდეგ იმართება. შეტაკებების განმავლობაში 46 ადამიანი გარდაიცვალა. ქვეყნის პრეზიდენტის, ნიკოლას მადუროს განცხადებით, საპროტესტო აქციები ოპოზიციის იმართება და მათ სახელმწიფო გადატრიალების სურვილი აქვთ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×