რეზონანსი
21.05.2017

 რუსული საინფორმაციო სააგენტოების ცნობით, რუსეთის ადამიანის უფლებათა დამცველმა ტატიანა მასკალკოვამ, ტრამპს რუსი მფრინავის კონსტანტინე იპოშენკოს შეწყალების თხოვნით მიმართა.

რუსეთის ომბუდსმენმა განაცხადა, რომ იპოშენკო ამერიკულ ციხეში ცუდ ვითარებაში ცხოვრობს, იგი ცუდად იკვებება და არ აქვს გზავნილების მიღების უფლება.

რუსი მფრინავი 2010 წელს ლიბიაში დააკავეს. მას ბრალი დასდეს ქვეყანაში დიდი ოდენობით ნარკოტიკების შეტანისთვის. 2011 წელს კი ამერიკულმა სასამართლომ იპოშენკოს 20 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×