მთავარმა პროკურატურამ მერიის მიერ ყოფილი მთავარი პროკურორის, ოთარ ფარცხალაძისთვის მიწების გადაცემის საკითხზე, სახელმწიფო აუდიტისგან მასალები გამოითხოვა. ამის შესახებ საგამოძიებო უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.
გენერალურმა აუდიტორმა ლაშა თორდიამ განაცხადა,რომ საქართველოს სახელმწიფო აუდიტის სამსახური სწავლობდა 2016 წელს, თბილისის მერიის მიერ მიწის ნაკვეთების გადაცემის საკითხის კანონიერებას და მასში დანაშაულის ნიშნები იკვეთებოდა.
სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა მასალები არ გაასაჯაროვა და რეაგირებისთვის სამართალდამცავ ორგანოებს არ გადაუგზავნა. პროკურატურამ მიიღო გადაწყვეტილება, გამოითხოვოს მასალები შესაბამისი სამართლებრივი რეაგირებისთვის" , - ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.
უწყების ხელმძღვანელის, ლაშა თორდიას განცხადებით, აუდიტის სამსახურის დასკვნა დღეს უნდა გასაჯაროვდეს.
„რისკის შემცველია ის გარემოებები, რაზეც ვისაუბრებთ. კერძოდ, ყოფილი მთავარი პროკურორის, ოთარ ფარცხალაძის პრივილეგირებულ მდგომარეობაში ჩაყენება. ვფიქრობთ, აუცილებელია, ფაქტები სამართალდამცავმა უწყებამ შეისწავლოს" , - აღნიშნა გენერალურმა აუდიტორმა.