რეზონანსი
22.05.2017

 დედაქალაქის მერი დავით ნარმანია შესაძლოა სახელმწიფო აუდიტის სამსახურის უფროსად დაინიშნოს. თავად ნარმანია ამის შესახებ ინფორმაციას ნაწილობრივ ადასტურებს.თბილისის მერი ამბობს, რომ ამ საკითხზე მმართველ გუნდში მსჯელობა მიმდინარეობს.

„კონსულტაციები მიმდინარეობს, ეს გავრცელებული ინფორმაციაა. იქნება შესაბამისი გადაწყვეტილებები მიღებული. რამდენიმე მნიშვნელოვან თემაზეა კონსულტაციები, მათ შორის საარჩევნო საკითხებზე და როგორც კი დასრულდება, გაიგებთ ყველაფერს" , - განაცხადა დედაქალაქის მერმა.

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ხელმძღვანელის პოსტი 2012 წლიდან ლაშა თორდიას უკავია.

ნარმანია ასევე არ გამორიცხავს, რომ თბილისის მერის პოსტზე კენჭი კახი კალაძემ იყაროს. თვითმმართველობის არჩევნები შემოდგომაზე გაიმართება.

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×