გარემოს ეროვნული სააგენტო საქართველოში 22 - 28 მაისს მოსალოდნელ ამინდის პროგნოზს აქვეყნებს. სინოპტიკოსების ინფორმაციით, ნალექიანი ამინდი კვირის ბოლომდე გაგრძელდება.
„22 მაისის საღამოდან 25 მაისამდე საქართველოში კვლავ მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა და ელჭექი, ქვეყნის აღმოსავლეთ ნაწილში ზოგან შესაძლებელია სეტყვა" , - ნათქვამია სააგენტოს განცხადებაში.
სინოპტიკოსების ცნობით, ძლიერი წვიმების გამო საქართველოს დიდ და საშუალო მდინარეებზე შესაძლებელია წყლის დონის მატება. ჰაერის ტემპერატურა +18, +23 გრადუსი იქნება.
25 მაისს შედარებით გამოიდარებს და 26 მაისს უნალექო ამინდია მოსალოდნელი, ჰაერის ტემპერატურა +24, +29 გრადუსამდე მოიმატებს.
27 მაისს დღის მეორე ნახევრიდან და 28 მაისს ისევ წვიმიანი ამინდია მოსალოდნელი.