რეზონანსი
22.05.2017

 „ლელო სარასენსის" მორაგბე, საქართველოს ოთხგზის ჩემპიონი გუჯა სურგულაძე 24 წლის ასაკში გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს რაგბის კავშირი ავრცელებს. ოფიციალური განცხადების მიხედვით, მორაგბის გარდაცვალების მიზეზი გულის შეტევა გახდა.

„სრულიად ქართული სარაგბო თემის სახელით სამწუხაროდ გაცნობებთ, რომ 21 მაისს 24 წლის ასაკში გარდაიცვალა „ლელო სარასენსის" და „მზარდი საქართველოს" მორაგბე, საქართველოს ოთხგზის ჩემპიონი, გუჯა სურგულაძე! საქართველოს რაგბის კავშირისა და სარაგბო ოჯახის სახელით თანავუგრძნობთ გუჯას ოჯახსა და მეგობრებს" , - ნათქვამია რაგბის კავშირის განცხადებაში.

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×