რეზონანსი
22.05.2017

 ამერიკელმა სენატორმა ჯონ მაკკეინმა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრს სერგეი ლავროვს „ბანდიტი და მკვლელი" პუტინის მარიონეტი უწოდა. ამის შესახებ სენატორმა „ფოქს ნიუსთან" ინტერვიუში განაცხადა. მისი თქმით, სერგეი ლავროვს ოვალურ კაბინეტში არაფერი ესაქმებოდა.

„ვიცი, რომ ბატონი ლავროვი მკვლელისა და ვანდალის მარიონეტია, რომელიც რუსულ იარაღს ალეპოში საავადმყოფოს დასაბომბად იყენებს" , - განაცხადა მაკკეინმა.

აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპისა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის შეხვედრა 10 მაისს თეთრ სახლში გაიმართა. შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე სერგეი ლავროვმა თქვა, რომ ამერიკის და რუსეთის პრეზიდენტები ერთმანეთს ივლისში შეხვდებიან.

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×