რეზონანსი
22.05.2017

 (რეზონანსი) მომდევნო კვირას უკრაინის რადამ შესაძლოა კენჭი რუსეთთან სავიზო რეჟიმის შემოღებას უყაროს. როგორც გამოცემა „ერ-ბე-კა უკრაინა" იუწყება, ამის შესახებ ფრაქციებში „პეტრო პოროშენკოს ბლოკსა" და „სამოქალაქო ფრონტში" განაცხადეს.

გამოცემის ინფორმაციით, ფრაქციები მიმდინარე კვირას აპირებდნენ ხმების გადამოწმებას იმის გასარკვევად, რამდენად რეალურია კენჭისყრის გამართვა. ხმების გადამოწმების შედეგები ჯერჯერობით ცნობილი არ არის.

პეტრო პოროშენკომ კანცლერ ანგელა მერკელთან შეხვედრისას განაცხადა, რომ თუ მინსკის მოლაპარაკებები არ შესრულდება, მაშინ დიდი ალბათობით ევროკავშირის სანქციები გაგრძელდება.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×