რეზონანსი
22.05.2017

(რეზონანსი) მამა გიორგი მამალაძის ადვოკატმა, მიხეილ რამიშვილმა განაცხადა,რომ დეკანოზი გიორგი მამალაძე ღირსებისა და პატივის შელახვისთვის საპატრიარქოს უჩივის. ამის მიზეზად დაცვის მხარე საპატრიარქოს იურისტის განცხადებას ასახელებს.

ედიშერ ქარჩავამ „რუსთავი 2"-ის ეთერში, გადაცემა „განსხვავებულ აქცენტებში" განაცხადა, რომ საპატრიარქოში არსებობს დოკუმენტი, რომლითაც მტკიცდება,რომ დეკანოზი 50 მილიონი ევროს გათეთრებას აპირებდა.

საპატრიარქოს იურისტმა აღნიშნა, რომ დეკანოზს ესპანეთში დაარსებული ჰქონდა შპს და დიდი რაოდენობით უკანონო ფულის ტრანზაქცია იქედან უნდა მომხდარიყო.

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×