რეზონანსი
22.05.2017

 (რეზონანსი)ქვეითმა ინსპექტორებმა ერთი თვის განმავლობაში გარემოს დაბინძურებისთვის 411 საჯარიმო ოქმი შეადგინეს, ჯარიმების საერთო თანხა 42 710 ლარია. 411 სამართალდამრღვევი პირიდან 151 უცხო ქვეყნის მოქალაქეა. ამის შესახებ ინფორმაციას „თბილსერვის ჯგუფი" ავრცელებს.

ზედამხედველობის სამსახურის ინფორმაციით, 378 საჯარიმო ოქმი 2კგ-მდე მუნიციპალური ნარჩენით გარემოს დანაგვიანებისთვის არის შედგენილი.

„თბილსერვის ჯგუფის" ქვეითი ინსპექტორები დედაქალაქის ქუჩებში 3 აპრილიდან გამოჩდნენ. პირველი ორი კვირის განმავლობაში ისინი მოქალაქეებს მომავალ სანქციებთან დაკავშირებით აფრთხილებდნენ და ნარჩენის ურნაში ჩაყრისკენ მიუთითებდნენ.

„ნარჩენების მართვის კოდექსის" შესაბამისად, ზედამხედველობის სამსახურის ინსპექტორებმა მოქალაქეების დაჯარიმება 20 აპრილიდან დაიწყეს.

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×