რეზონანსი
22.05.2017

 (რეზონანსი) ზუგდიდის საკრებულომ ქალაქისთვის თვითმმართველის სტატუსის შეჩერების გადაწყვეტილება მიიღო. საკრებულოს თავმჯდომარე ნატო შეროზია სხდომის დატოვებიდან რამდენიმე წუთში დარბაზში დაბრუნდა და განაცხადა, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება განხილვის გარეშე იყო მიღებული. საკითხზე არც კენჭისყრა ჩატარებულა.

გადაწყვეტილების გამოცხადების შემდეგ, საკრებულოს წევრების უკმაყოფილების მიუხედავად, შეროზიამ სხდომათა დარბაზი კიდევ ერთხელ დატოვა. ზუგდიდის საკრებულოს დღევანდელი სხდომა ხმაურისა და სიტყვიერი დაპირისპირებების ფონზე მიმდინარეობდა.

სამინისტროს 7 ქალაქისთვის თვითმმართველის სტატუსის მოხსნის საკითხზე მუშაობა დაწყებული აქვს. ეს ქალაქებია: ზუგდიდი, ოზურგეთი, გორი, თელავი, ახალციხე, მცხეთა და ამბროლაური.

ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინიციატივით, 14 თვითმმართველი ქალაქის ნაცვლად, გაერთიანების შედეგად 7 ქალაქი იქნება. სამინისტროს წინადადების განხილვა პარლამეტში ივნისში დაიწყება. საბოლოო ვარიანტს კი კენჭს საგაზაფხულო სესიის ბოლოს უყრიან.

 

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×