რეზონანსი
22.05.2017

 (რეზონანსი) უხვმა ნალექმა და ადიდებულმა მტკვარმა გორის მუნიციპალიტეტის სოფელ სკრაში 40-მდე სახლი და საკარმიდამო ნაკვეთი დატბორა. ამის შესახებ ინფორმაციას საზოგადოებრივი მაუწყებელი ავრცელებს.

წყლის ნაკადი იმდენად დიდი იყო, რომ ადგილობრივებმა დასახმარებლად სამაშველო სამსახური გამოიძახეს.

რამდენიმედღიანი ძლიერი წვიმების შედეგად პრობლემები იმერეთის რეგიონში შემავალ მუნიციპალიტეტებსაც შეექმნათ. უხვი ნალექის გამო მდინარე რიონი ადიდდა და კალაპოტიდან გადმოვიდა. უამინდობის გამო წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელი ჟონეთი დაიტბორა. ჩაკეტილი იყო ქუთაისი-ალპანა-მამისონის საავტომობილო გზის მონაკვეთი.

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ნალექიანი ამინდი კვირის ბოლომდე გაგრძელდება. სინოპტიკოსების ცნობით, ძლიერი წვიმების გამო საქართველოს დიდ და საშუალო მდინარეებზე შესაძლებელია წყლის დონის მატება.

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×