რეზონანსი
23.05.2017

 (რეზონანსი) სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა, გალის რაიონში, ე.წ. საზღვრის უკანონო კვეთის ბრალდებით, გერმანიის მოქალაქე დააკავეს.

უწყების ცნობით, გააქტიურებულია „ცხელი ხაზი" და ინფორმაცია უკვე მიეწოდა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური, სხვა უწყებებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან ერთად, აქტიურად მუშაობს გერმანიის მოქალაქის გასათავისუფლებლად.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×