თიკო ოსმანოვა
23.05.2017

 (თიკო  ოსმანოვა) დღეიდან ტელეკომპანია "პირველველის" საზოგადოებრივი პოლიტიკური პროგრამების მიმართულებას, "რუსთავი 2"-ის გენერალური დირექტორის ყოფილი მოადგილე ნინო შუბლაძე უხელმძღვანელებს. ამბობს, რომ არხის ხელმძღვანელობის შემოთავაზებას დათანხმდა. 

ტელეკომპანია "ტვ პირველის" გენერალური დირექტორი პაატა კაკაურიძე კი ამბობს, რომ 3 დღეა ქალაქში არ ყოფილა, ამიტომ დეტალები არ არ იცის. მისი თქმით, შუბლაძესთან მოლაპარაკებებს იგი არ აწარმოებდა.

შეგახსენებთ, რომ ნინო შუბლაძე ამ დრომდე ჯანდაცვის მინისტრის მრჩევლის თანამდებობას იკავებდა. მანამდე კი ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ში გენერალური დირექტორის მოადგილის პოსტს იკავებდა, რომელიც 2014 წლის 13 მაისს დატოვა.

"მივიღე გადაწყვეტილება დროებით შევაჩერო ჩემი საქმიანობა მედია სივრცეში. ამ გადაწყვეტილებას არანაირი პოლიტიკური სარჩული არ აქვს და ძალიან ვთხოვ ყველას არ აქციონ ეს პოლიტიკური სპეკულაციების თემად. ჩემი გადაწყვეტილების ერთადერთი მოტივაცია პირადი და ოჯახური მდგომარეობითაა ნაკარნახევი"-წერდა მაშინ ნინო შუბლაძე "ფეისბუკის" პირად გვერდზე.

ცნობისთვის ამ ყველაფერს წინ უძღოდა ტელეკმპანია `რუსთავი 2~-ის გენერალური დირექტორის ოთახში სათვალთვალო კამერების აღმოჩენა.

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×