რეზონანსი
23.05.2017

 (რეზონანსი) „La Prensa"-ს ცნობით, ინტერპოლმა პანამის ყოფილ პრეზიდენტ რიკარდო მარტინელზე საერთაშორისო ძებნა გამოაცხადა.

ექსპრეზიდენტი კორუფციასა და უკანონო თვალთვალშია ბრალდებული. გამოძიება მას პანამის ყალბი ვიზების დამზადება-გასაღებაშიც ედავება. სამართალდამცველების თქმით, მარტინელს ამ გზით 100 მილიონ დოლარამდე თანხა აქვს მიღებული.

2015 წლის დეკემბერში პანამის უმაღლესმა სასამართლომ ექსპრეზიდენტის დაპატიმრების ორდერი გასცა. თუკი სასამართლო მას დამნაშავედ ცნობს, ქვეყნის კანონმდებლობის თანახმად, მარტინელს 21 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

ერთ-ერთი გამოკითხვის მიხედვით, 2016 წლის თებერვალში მარტინელიმ მესამე ადგილი დაიკავა ყველაზე კორუმპირებული ადამიანების რიგებში.

ექსპრეზიდენტი პანამას 2009-2014 წლებში მართავდა.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×