რეზონანსი
23.05.2017

 (რეზონანსი) შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრის ცნობით, კომპანია „არქიკულტურას" კუთვნილი ტრაქტორი ადგილობრივებმა „მძევლად" დაიტოვეს.

სასმელი წყლის პროექტი დაუმთავრებელი დარჩა. მისი ჯამური ღირებულება 887 000 ლარია. კომპანიის წარმომადგენლებმა სოფელი ისე დატოვეს, რომ დასაქმებული ხალხის ხელფასიც არ გადაიხადეს.

თითო ადამიანს დაახლოებით 1000-1200 ლარი აქვს ასაღები. სულ 15-მდე მცხოვრები იყო დასაქმებული.

სასმელი წყლის პროექტი სოფელ ქვახვრელში 2016 წლის 24 ივნისს დაიწყო და უნდა დამთავრებულიყო 2016 წლის 24 დეკემბერს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×