რეზონანსი
23.05.2017

 (რეზონანსი) კახეთის ერთ-ერთი სოფლის სკოლაში, გამოსაშვებ გამოცდებზე ჩაჭრილი მოსწავლის მშობელი საგამოცდო ცენტრში შეიჭრა. იგი შვილის „საატესტატო" გამოცდაზე ჩაჭრას აპროტესტებდა. ქალბატონს სკოლის ტერიტორია მალევე დაატოვებინეს.

მიმდინარე წელს სკოლის გამოსაშვებ გამოცდებზე 47 000-ზე მეტი მოსწავლე დარეგისტრირდა.

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მონაცემებით, ქართულ ენასა და ლიტერატურაში ზღვარი წარმატებით გადალახა 97%-ზე მეტმა, ხოლო უცხოურ ენაში კი 85%-ზე მეტმა მოსწავლემ. ისტორიის გამოცდის სტატისტიკა დღეს საღამოს გახდება ცნობილი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×