ნინო ქეთელაური
23.05.2017

 (ნინი ქეთელაური) საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ალექსანდრე ჯეჯელავას მიერ დაანონსებული ინიციატივა, რომ 4 წლიანი სასწავლო გრანტი უნდა ჩანაცვლდეს ყოველწლიური დაფინანსებით, რომელიც სტუდენტის აკადემიურ მოსწრებაზე იქნება მიბმული, ჯერ-ჯერობით არ განხორციელდება.

დეკემბერის თვეში მინისტრი აცხადებდა, რომ - „ეს იქნება მეტი მოტივაცია სტუდენტებისათვის, რათა აიმაღლონ თავიანთი სწავლის მაჩვენებლები".

თუმცა, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში ამტკიცებენ, რომ ეს იყო უბრალოდ ინიციატივა, რომელიც მინისტრმა სამსჯელოდ გამოიტანა.

"დაფინანსების მიმართულებით სიახლე არ არის. ეს ინიციატივა მინისტრმა გააჟღერა და შემდეგ თვითონვე განმარტა, რომ ეს ითქვა, რათა მსჯელობა გამართულიყო. ამის შემდეგ ეს საკითხი წინ არ წასულა, სამუშაო შეხვედრაც კი არ გამართულა. აქედან გამომდინარე, ვერაფერს ახალს ვერ გეტყვით. რა დაფინანსების სისტემაც იყო, იგივე სქემით მივდივართ, ამ ეტაპზე", - განუცხადეს "რეზონასს" სამინისტროში.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×