რეზონანსი
23.05.2017

 (რეზონანსი) თურქეთის პრემიერმინისტრმა, ბინალი ილდირიმმა, გიორგი კვირიკაშვილთან შეხვედრის შემდეგ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ არავის არ აქვს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა დარღვევის უფლება.

ილდირიმის თქმით, თურქეთი გააგრძელებს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენული უფლებების მხარდაჭერას.

„არავის არ აქვს უფლება დაარღვიოს ეს ორი მოცემულობა. ნებისმიერი პრობლემა, თუ რაიმე შეიძლება წარმოიშვას მომავალში, მოგვარდება ურთიერთანამშრომლობის თვალსაზრისით, განსაკუთრებით პრობლემები აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონთან დაკავშირებით " ,- განაცხადა თურქეთის პრემიერმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×