რეზონანსი
23.05.2017

 (რეზონანსი) ზაზა ფაჩულიას და კავაი ლეონარდის ინციდენტის შემდეგ, „სან ანტონიო სპურსის" მწვრთნელის, გრეგ პოპოვიჩის სიტყვებს დიდი გამოხმაურება მოჰყვა. - იმ სკოლაში, სადაც ზაზას შვილები სწავლობენ, დამატებითი უსაფრთხოების ზომები მიიღეს.

მას შემდეგ, რაც „სან ანტონიო სპურსის" ლიდერი კავაი ლეონარდი დახტომის დროს ზაზა ფაჩულიას ფეხზე დაეშვა და ტერფის ტრავმა მიიღო, ბევრმა ადამიანმა და განსაკუთრებით, გრეგ პოპოვიჩმა ზაზა განზრახ ქმედებაში დაადანაშაულა. პოპოვიჩმა ქართველი კალათბურთელის მოძრაობას იმ ეპიზოდში „გაუფრთხილებლობით მკვლელობა" ეწოდა.

„მთელ პასუხისმგებლობას პოპოვიჩს არ ვაკისრებ, თუმცა, რაც მან ილაპარაკა, ამან გარკვეული აგრესია გამოიწვია ჩემს მიმართ. თქვენ შეიძლება დამემუქროთ მე, მაგრამ დაემუქროთ ჩემს ცოლს და შვილებს, ეს დაუშვებელია" , - განაცხადა ზაზა ფაჩულიამ.

ზაზას სამი შვილი ჰყავს, 8 და 7 წლის ბიჭები და 4 წლის გოგონა. ბიჭები სან ფრანაცისკოს ერთ-ერთ სკოლაში დადიან.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×