რეზონანსი
23.05.2017

 (რეზონანსი) დეკანოზ გიორგი მამალაძის ადვოკატის, მია ზოიძის განცხადებით, მამა გიორგი საეკლესიო სასამართლოს შექმნას და იმ მღვდელმთავრების საკითხის განხილვას ითხოვს, რომლებიც ბიზნეს-სამეწარმეო საქმიანობით არიან დაინტერესებულნი.

„თუ კანონიკური სამართლით უნდა გადაწყდეს ეს საქმე, მაშინ შეიქმნას საეკლესიო სასამართლო და ჩემს საკითხთან ერთად განიხილონ იმ მღვდელმთავრების საკითხიც, ვინც ბიზნეს და სამეწარმეო საქმიანობას ეწევიან. მე არაფერი დასამალი არ მაქვს და ამ ყველაფრის საქმის კურსში იყვნენ მეუფეები. ამას ეკლესიისთვის ვაკეთებდი და არანაირი სამეწარმეო საქმიანობის მიზანი არ მქონია", - განაცხადა დეკანოზმა.

საპატრიარქოს იურისტის ედიშერ ქარჩავას ცნობით, არსებობს დოკუმენტაცია, რომლის თანახმადაც, დეკანოზ მამალაძეს ესპანეთში საკუთარი კომპანია აქვს შექმნილი და მისი საშუალებით 50 მილიონი ევროს ტრანზაქცია უნდა განხორციელებულიყო. მისივე ინფორმაციით, მღვდლის მიერ სამეწარმეო საქმიანობა კანონიკური სამართლით დაუშვებელია.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×