რეზონანსი
24.05.2017

 (რეზონანსი) ვიცეპრემიერმა და ენერგეტიკის მინისტრმა, კახა კალაძემ უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე მიწის გასხვისებასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა:

„ჩვენი პოზიციაა, რომ სასოფლო-სამეურნეო მიწები უცხოელებზე არ უნდა გასხვისდეს. ეს არის როგორც პრემიერმინისტრის, ასევე ჩემი და მთავრობის წევრების პოზიციაც " , - განაცხადა ვიცეპრემიერმა.

კალაძის თქმით, აღნიშნულ თემაზე პარლამენტში მსჯელობენ და გადაწყვეტილება მალევე იქნება მიღებული. ვიცეპრემიერი ფიქრობს, რომ ეს საკითხი კონსტიტუციაშიც შესაბამისად უნდა აისახოს.

რამდენიმე დღის წინ სასოფლო-სამეურნეო მიწების უცხოელებზე გასხვისებასთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა სოფლის მეურნეობის მინისტრმაც, ლევან დავითაშვილი გარკვეული რეგულაციების არსებობის აუცილებლობას ემხრობა. იგი არ გამორიცხავს, რომ ამ კუთხით ჩანაწერი გაკეთდეს კონსტიტუციაში. მინისტრი აქვე აღნიშნავს, რომ უცხოელებზე მიწის მიყიდვა ტოტალურად არ უნდა აიკრძალოს.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×