რევაზ ასათიანი
24.05.2017

 (რეზონანსი) „BBC" -ის ცნობით, რეფეფ ტაიფ ერდოღანმა, ნატოს ავსტრიასთან თანამშრომლობის საკითხს ვეტო დაადო. აღნიშნული ნაბიჯი დაკავშირებულია ავსტრიის მცდელობასთან, ხელი შეუშალოს თურქეთის ევროკავშირში გაწევრიანებას.

ვეტო, ავსტრიის გარდა, კიდევ 40-მდე სახელმწიფოსთან თანამშრომლობას ბლოკავს. ავსტრია ჩრდილო-ატლანტიკურ ალიანსთან სამხედრო საკითხებში მჭიდროდ თანამშრომლობს. 400-მდე ავსტრიელი სამხედრო მოსამსახურე კოსოვოშია განთავსებული.

თურქეთის მიერ დადებული ვეტოს საპასუხო ზომად ალიანსის წევრებმა არაწევრ სახელმწიფოებთან თანამშრომლობის პროცედურის შეცვლა გადაწყვიტეს. ამიერიდან ქვეყნებთან ორმხრივი პარტნიორობა გაფორმდება.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×