რეზონანსი
24.05.2017

 (რეზონანსი) თურქული მედიის ინფორმაციით, ქართველი ემიგრანტის მკვლელობა თურქეთის მოქალაქემ აღიარა, - იგი უკვე დააკავეს.

სამართალდამცველებმა 34 წლის ელენე გოკაძის ცხედარი კორპუსის სადარბაზოში იპოვეს. ახალგაზრდა ქალის სხეული მთლიანად დასახიჩრებულია და ყელი ბასრი საგნით აქვს გამოჭრილი.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, ქართველი ემიგრანტის მკვლელობის საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს, ცხედარს კი ექსპერტიზა უტარდება.

მათივე ინფორმაციით, ტრაპზონში, საქართველოს საკონსულოს საქართველოს მოქალაქის მკვლელობის შესახებ ინფორმაცია თურქეთის სამართალდამცავებმა ოფიციალურად მიაწოდეს. საკონსულოს წარმომადგენლებს მუდმივი კონტაქტი აქვთ როგორც გამოძიებასთან, ასევე გარდაცვლილის ოჯახის წევრებთან. მზადდება შესაბამისი დოკუმენტაცია საქართველოს მოქალაქის ცხედრის სამშობლოში გადმოსვენებისთვის.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×