რეზონანსი
24.05.2017

 (რეზონანსი) სოციალურ ქსელში, აუდიტის სამსახურის უფროსის ლაშა თორდიას მონაწილეობით ვიდეო გავრცელდა.ვიდეო სამეთვალყურეო კამერით არის გადაღებული. როგორც კადრების გამავრცელებელი წერს, ლაშა თორდია იარაღით ბარის თანამშრომელს ემუქრება, ვიდეოს ავტორი აღნიშნავს, რომ დაპირისპირების მიზეზი მუსიკის ხმა გახდა. მიუხედავად იმისა, რომ კადრები გადაღებულია გასული წლის 24 დეკემბერს, იგი ახლა გაავრცელეს.

ლაშა თორდია ადასტურებს, რომ ვიდეოკადრებში ნამდვილად ის არის. მისი თქმით, კადრები გადაღებულია თბილისში, ფალიაშვილის ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთ ბარში. თორდიას თქმით, ვიდეომასალა მთავარი პროკურორის, ირაკლი შოთაძის მობილურში ინახებოდა და მისი მხრიდან განხორციელებული ზეწოლის შედეგად ერთ-ერთ მოქალაქეს,

მასსა და ფარცხალაძეს შორის მომხდარ ინციდენტის შემდეგ გაავრცელებინეს.

„მე ველოდი მსგავსი ვიდეომასალის გამოქვეყნებას მას შემდეგ, რაც ოთარ ფარცხალაძის მხრიდან გაისმა ბრალდებები. რაც შეეხება თავად ამ ბარში მომხდარ შემთხვევას, იქ არავინ დაზიანებულა. მომხდარის ნიუანსებზე მოგვიანებით ვისაუბრებ. ეს კადრები გადაღებულია დიდი ხნით ადრე, თუმცა ახლა გამოაქვეყნეს" , - განაცხადა თორდიამ.

ვიდეომასალას გამოეხმაურა „ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი ნიკა მელია, მისი თქმით, აღნიშნული კადრები ოთარ ფარცხალაძის დავალებით სუს-მა, შსს-მ და პროკურატურამ გაავრცელა:

„ვიდეო, რომელშიც სავარაუდოდ გენერალური აუდიტორი ლაშა თორდია ფიგურირებს, ყოფილი მთავარი პროკურორის, ოთარ ფარცხალაძის დავალებით სუს-მა, შსს-მ და პროკურატურამ გაავრცელა. ამ ვიდეოს გავრცელება ადასტურებს, თუ რამდენად კრიმინალური კლანი მართავს ქვეყანას" , - განაცხადა მელიამ.

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×