რეზონანსი
24.05.2017

 (რეზონანსი) პატრიარქის მდივნის, დეკანოზ მიქაელ ბოტკოველის განცხადებით, რომელიმე სასულიერო პირის მხრიდან, არასწორი სამეწარმეო საქმიანობის განხორციელების შემთხვევაში უნდა დაინტერესდეს საგამოძიებო უწყება, ბორკოველის თქმით, საპატრიარქო ვერცერთ სასულიერო პირს ადვოკატად ვერ დაუდგება.

„არანაირი სურვილი არ მაქვს მამალაძის ქონებასთან დაკავშირებით ვისაუბრო. მე ვფიქრობ, ჩვენ ხელი არ უნდა შევუშალოთ გამოძიებას. გამოძიება ძალიან ზედმიწევნით მიყვება ამ საქმეს და ყოველდღიურად იღებს ინფორმაციას. საქართველოს საპატრიარქოს პოზიციას ვერ მოგახსენებთ. აქ წმინდა წყლის საგამოძიებო საქმიანობა მიმდინარეობს. ჩვენ გამოძიებაში ვერ ჩავერევით და ვერ მივიღებთ მონაწილეობას. ეს სახელმწიფოს პრეროგატივაა ", - განაცხადა მიქაელ ბოტკოველმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×