რეზონანსი
24.05.2017

 (რეზონანსი) ბათუმიდან გოდერძის უღელტეხილამდე, ახალი სეზონიდან ტურისტებს ვერტმფრენი მოემსახურება. - აღნიშნულის შესახებ ცნობას „ბათუმელები" ავრცელებს.

ვერტმფრენის რეისების დანიშვნასთან დაკავშირებით სახელმწიფო სპეციალურ პროგრამაზე მუშაობს, რომლის განხორციელებაც სახელმწიფო ბიუჯეტიდან სუბსიდირების სახით მოხდება.

ვერტმფრენი ბათუმიდან გოდერძის მიმართულებით ნოემბრის ბოლოს, დეკემბრის დასაწყისში დაინიშნება და ექვს ადამიანზე იქნება გათვლილი (ერთი პილოტი, ხუთი მგზავრი). ამ ეტაპისთვის მგზავრობის ფასი დადგენილი არ არის.

გავრცელებული ინფორმაციით ვერტმფრენი, რომელსაც სამთო-სათხილამურო კურორტი ტენდერით დაიქირავებს, ჩარტერულ რეისებსაც შეასრულებს და სამაშველო მომსახურებასაც უზრუნველყოფს.

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×