რეზონანსი
24.05.2017

 (რესონანსი) „The Washington Post"-მა ანონიმური წყაროსგან, ტრამპისა და ფილიპინების პრეზიდენტის, როდრიგო დუტერტეს სატელეფონო საუბრის შესახებ ინფორმაცია მიიღო. აღნიშნულ საუბარში ჩრდილოეთ კორეის ლიდერს კიმ ჩენ ინს, დონალდ ტრამპმა „შეშლილი" უწოდა.

გაზეთის ცნობით, პრეზიდენტებს შორის სატელეფონო საუბარი 29 აპრილს გაიმართა და მისი მთავარი თემა ჩრდილოეთ კორეის საკითხი იყო. ტრამპმა კმაყოფილება გამოთქვა იმის გამო, რომ ფხენიანის ბოლო სარაკეტო გამოცდა წარუმატებელი გამოდგა. „ ჩვენ არ უნდა მივცეთ ბირთული ბომბით შეიარაღებულ გიჟს, თავისუფალაი იყოს. ჩვენ მასზე ბევრად მეტი შეიარაღება გვაქვს, მაგრამ არ გვინდა ამის გამოყენება" , - განაცხადა დონალდ ტრამპმა.

აშშ-ს პრეზიდენტმა იმედი გამოთქვა, რომ ამ პრობლემას ჩინეთი მოაგვარებს. „ თუკი ჩინეთი ამას არ გააკეთებს, ჩვენ გავაკეთებთ" , - დასძინა ტრამპმა.

გაზეთის ინფორმაციით, დონალდ ტრამპმა დუტერტე ნარკოდანააულტან ბრძოლისთვის შეაქო და აშშ-ში დაპატიჟა.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×