რეზონანსი
24.05.2017

 (რეზონანსი) თბილისის #35 საჯარო სკოლაში ინციდენტი მოხდა, რომლის შედეგად მოსწავლე მსუბუქად დაშავდა.

სკოლის მოსწავლეების ცნობით, დამამთავრებელი კლასის ერთ-ერთი მოსწავლე ბიჭი სკოლის შიდა გამოცდებში ჩაიჭრა, შედეგის გაგების შემდეგ შენობის პირველ სართულზე ჩავიდა და ფანჯრის მინა თავით ჩაამტვრია.

მოსწავლის პროტესტს მხარი დანარჩენმა მოზარდებმაც აუბეს, თუმცა სკოლის ადმინისტრაციამ სიტუაციის განმუხტვა მალევე შეძლო.

არსებული ინფორმაციით, მომხდარის შესახებ შს სამინისტროში შეტყობინება ჯერ არ შესულა.

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×