(რეზონანსი) პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა, მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნასთან დაკავშირებით საკანონმდებლო ცვლილებების პროექტი მოამზადა, რომელიც თავის მხრივ, საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას უკავშირდება.
კომიტეტის თავმჯდომარის ეკა ბესელიას თქმით, კანონში დაგეგმილი ცვლილებები იმ მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნის კრიტერიუმებს შეეხება, რომელთაც სამწლიანი სამოსამართლეო გამოცდილება გააჩნიათ.
„პროექტში გათვალისწინებულია, რომ ვისაც აქვს სამწლიანი სამოსამართლეო გამოცდილება და აკმაყოფილებს კომპეტენტურობისა და კეთილსინდისიერების სტანდარტებს, იუსტიციის უმაღლესი საბჭო დადგენილი კრიტერიუმებით შეაფასებს და განხილვის შემდეგ მიიღებს გადაწყვეტილებას მის უვადოდ გამწესებაზე, ხოლო ვისი შეფასებაც შეუძლებელია ობიექტური გარემოებების გამო, მათთვის შეიძლება იყოს სამწლიანი გამოსაცდელი ვადა, რაც საკონსტიტუციო სასამართლოშიც თქვეს", - განაცხადა ეკა ბესელიამ.