(რეზონანსი) „Sputnik"-ის ინფორმაცით, ესპანეთის უზენაესმა სასამართლომ საფეხბურთო კლუბ „ბარსელონას" და არგენტინის ნაკრების ფეხბურთელ ლიონელ მესის პატიმრობის განაჩენი ძალაში დატოვა. მესის ბარსელონას სასამართლომ გადასახადების თავის არიდების გამო 21 თვიანი სასჯელი მიუსაჯა.
გასული წლის ივლისში, ლიონელ მესის 4,1 მილიონი ევროს გადასახადის დაფარვისთვის სამ ეპიზოდში წაუყენეს ბრალი. გარდა ამისა, ფეხბურთელის მამას, რომელიც ასევე ბრალდებულია ამ საქმეში, როგორც თაღლითური სქემის კოორდინატორი, სასამართლომ პატიმრობის ვადა 21-იდან 15 თვემდე შეუმცირა.
მესის ასევე დაეკისრა ჯარიმა 2 მილიონი ევროს ოდენობით. ესპანური კანონმდებლობის მიხედვით, პირები, რომლებიც არაძალადობრივი დანაშაულისთვის არიან ბრალდებულნი და 2 წელზე ნაკლები აქვთ მისჯილი, სასჯელს საპატიმროში არ იხდიან განსაკუთრებული შემთხვევების გარდა. ამ შემთხვევაში, მესის და მისი მამის სასჯელი სავარაუდოდ პირობითი ხასიათის იქნება.