რეზონანსი
24.05.2017

 (რეზონანსი) იტალიის სანაპირო-საზღვაო პოლიციის ცნობით, ხმელთაშუა ზღვაში, გემის ჩაძირვისას 34 მიგრანტი დაიღუპა.  იტალიის სანაპირო პოლიციის ინფორმაციით, ბორტზე 500-მდე მიგრანტი იმყოფებოდა, მათგან 200 ადამიანი ბორტს მიღმა აღმოჩნდა. გემი ლიბიის საზღვრიდან 30 კილომეტრის დაშორებით დღეს ჩაიძირა.

„2017 წლის იანვრიდან დღემდე, ხემლთაშუა ზღვაში აფრიკისა და ახლო აღოსავლეთიდან წამოსული 1300-ზე მეტი მიგრანტი დაიღუპა, ზღვის გავლით ევროპაში კი 54 ათასამდე მიგრატნი ჩავიდა. მხოლოდ გასულ კვირას, საერთაშორისო წყლებში ლიბიიდან მომავალი 7000-მდე მიგრანტი გადაარჩინეს" , - აცხადებენ მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციაში.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×