რეზონანსი
25.05.2017

 (რეზონანსი) გარემოს დაცვის ინსპექციამ ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ მღვიმევის ტერიტორიაზე, სასარგებლო წიაღისეულის უკანონოდ მოპოვების ფაქტი გამოავლინა.

კომპანიამ სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის გარეშე, 265,03 ტონის ოდენობით მანგანუმის ნედლი მადანი უკანონოდ მოიპოვა. გარემოსთვის მიყენებული ზიანი 9144,76 ლარია, რაც მნიშვნელოვანი ზიანის კატეგორიას მიეკუთვნება.

საქმე სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს და მასალები შესწავლის მიზნით, დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურას გადაეგზავნა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×