რეზონანსი
25.05.2017

 (რეზონანსი) პატრიარქის აღსაყდრებიდან 40 წლისთავისთვის დაგეგმილი ყველა ღონისძიება გაუქმდა. ამის შესახებ საპატრიარქო სპეციალურ განცხადებას საკუთარ ვებგვერდზე ავრცელებს. იუბილეს ჩაშლის მიზეზად საპატრიარქო მსოფლიოში არასტაბილურ მდგომარეობას და საქართველოში არსებულ მძიმე სოციალურ ვითარებას ასახელებს.

„მისი უწმინდესობისა და უნეტარესობის, ილია II-ის ლოცვა-კურთხევით გაუქმდა კათოლიკოს-პატრიარქის აღსაყდრების 40 წლისთავთან დაკავშირებული საიუბილეო ზეიმი და მართლმადიდებელ ეკლესიათა მეთაურებისა და სხვა საპატიო სასულიერო და საერო პირთა საქართველოში მოწვევა" , - ნათქვამია საპატრიარქოს განცხადებაში.

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×