რეზონანსი
25.05.2017

 (რეზონანსი) გარემოს ეროვნული სააგენტო მომდევნო ორი დღის ამინდის პროგნოზს ავრცელებს. სინოპტიკოსების ცნობით, 25 მაისიდან 27 მაისის დღის ბოლომდე, დასავლეთ საქართველოში მოსალოდნელია თბილი და უმეტესად უნალექო ამინდი.

25-27 მაისს აღმოსავლეთ საქართველოში საღამოს საათებში შესაძლებელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით. ჰაერის ტემპერატურა +22, +27 გრადუსი იქნება.

28 მაისს ქვეყნის ტერიტორიის უმეტეს ნაწილში კვლავ დროგამოშვებით წვიმიანი ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დასავლეთ საქართველოში +17, +22, აღმოსავლეთ საქართველოში +20, +25 გრადუსამდე დაიკლებს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×