რეზონანსი
25.05.2017

 (რეზონანსი) ენერგეტიკის მინისტრი ხანდოს ხეობაში ადგილობრივ მოსახლეობას ხვდება.კახი კალაძე ხეობის მცხოვრებლებთან ერთად იმ ადგილებს ათვალიერებს, სადაც მაღალი ძაბვის ელექტროსადენების დამონტაჟებაა დაგეგმილი.

„ჩამოგვყავს დამპროექტებელი გერმანული კომპანია. სამი რთული წერტილია, რომლებზეც ადგილობრივებს შეკითხვები აქვთ. მინდა დავარწმუნო მოსახლეობა, რომ ყველა პროექტი, რომელიც ხორციელდება, საერთაშორისო სტანდარტებს აკმაყოფილებს" , - განაცხადა კახა კალაძემ რეგიონული ენერგეტიკული სამიტის გახსნაზე.

ფასანაურის მოსახლეობა ელექტროგადამცემი ხაზების მარშრუტის შეცვლას მოითხოვს, რათა ელექტროსადენებმა მოსახლეობასა და გარემოს ზიანი არ მიაყენოს. ამ დროისთვის ხანდოს ხეობაში, კერძოდ ჭართალში და ხანდოსხევში სამუშაოები შეჩერებულია.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×