რეზონანსი
25.05.2017

 (რეზონანსი) 2016 წელს წინა წელთან შედარებით უმუშევრობის დონე რეგიონების მიხედვით, განსაკუთრებით გაზრდილია იმერეთის, თბილისისა და შიდა ქართლის რეგიონებში. ამის შესახებ საქსტატის წლიურ ანგარიშშია ნათქვამი. მონაცემებს გადაცემა „ბიზნესკონტაქტის" ვებგვერდი ავრცელებს.

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ცნობით, თბილისში, სადაც უმუშევრობის დონე ყველაზე მაღალია, აღნიშნული მაჩვენებელი 0.6 პროცენტული პუნქტით არის გაზრდილი, ხოლო იმერეთისა და შიდა ქართლის რეგიონებში შესაბამისად 2.0 და 0.2 პროცენტული პუნქტით.

უმუშევრობის დონე ყველაზე მეტად შემცირებულია სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონსა და აჭარაში, შესაბამისად 2.5 და 2.1 პროცენტული პუნქტით.

საქსტატის ანგარიშის მიხედვით, უმუშევრობის დონე სოფლის მოსახლეობაში, ქალაქის მოსახლეობასთან შედარებით, გაცილებით დაბალია. 2016 წელს 2015 წელთან მიმართებაში, უმუშევრობის დონე ქალაქის ტიპის დასახლებებში შემცირდა 0.4 პროცენტული პუნქტით, ხოლო სოფლის ტიპის დასახლებებში პირიქით გაიზარდა 0.2 პროცენტული პუნქტით.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×