რეზონანსი
25.05.2017

 (რეზონანსი) ნატო-ს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელმა უილიამ ლაჰიუმ საქართველოში ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის საგაზაფხულო სესიის ჩატარების მნიშვნელობაზე ისაუბრა. მისი თქმით, ნატო-ს 25 წევრი ქვეყნის წარმომადგენელი თბილისში, საქართველოს მხარდასაჭერად იმყოფება.

„ყველა მოკავშირე მხარს უჭერს საქართველოს. ჩვენ აქ ვართ საქართველოს და მისი ნატოში გაწევრიანების მისწრაფების მხარდასაჭერად. როდის გაწევრიანდება, ეს დამოკიდებულია ინდივიდუალურად თითოეულ მოკავშირეზე, მაგრამ გადაწყვეტილება უკვე მიღებულია და საქართველო აუცილებლად შეუერთდება ნატოს" , - განაცხადა უილიამ ლაჰიუმ.

თბილისში ხვალ ნატოს საპარლამენტო ასამბლეის საგაზაფხულო სესია იხსნება. მრავალმხრივი შეხვედრები ოთხი დღის განმავლობაში გაგრძელდება. ეს ასამბლეის პირველი სესიაა, რომელიც 2002 წლის შემდეგ ალიანსის არაწევრ ქვეყანაში იმართება.

თბილისში ნატო-ს გენერალური მდივნის მოადგილეს, საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტსა და სხვა მაღალი რანგის ოფიციალურ პირებს, ჯამში 600-ზე მეტ სტუმარს ელოდებიან.

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×