რეზონანსი
25.05.2017

 (რეზონანსი) სტატისტიკის ეროვნული სამსახურის 2016 წლის მონაცემებით, ეკონომიკური აქტიურობის დონე კაცებში ორჯერ მეტია, ვიდრე ქალებში. საქსტატის ცნობით, ქალებში არააქტიურობის დონე 42.0%-ია, ხოლო კაცებში - 21.8%.

ეკონომიკურად აქტიურ მოსახლეობაში იგულისმება შრომისუნარიანი მოსახლეობის ის ნაწილი, რომელიც დაკავებულია ეკონომიკური საქმიანობით. აქ შედის ასევე მოსახლეობის ის ნაწილი, რომელიც გამოსაკვლევ პერიოდში არ მუშაობდა, აქტიურად ეძებდა სამუშაოს და პოვნის შემთხვევაში მზად იყო სამუშაოს დასაწყებად.

ეკონომიკურად არააქტიურ მოსახლეობად მიიჩნევა მოსახლეობის ის ნაწილი, რომელსაც არ აქვს სამუშაო და არ ეძებს ან მზად არ არის სამუშაოს დასაწყებად სხვადასხვა მიზეზის გამო.

საქსტატის ცნობით, 2016 წელს 2015 წელთან შედარებით უმუშევრობის დონე ქალებში შემცირდა 1.4 პროცენტით, კაცებში კი პირიქით, 0.7 პროცენტით გაიზარდა და შესაბამისად, 8.8 და 14.2% შეადგინა.

საქსტატის მონაცემებით, ტრადიციულად კაცებში უმუშევრობის დონე უფრო მაღალია ქალებთან შედარებით, ამის ძირითადი მიზეზი ის არის, რომ დაუსაქმებელი ქალების უმრავლესობა არააქტიური მოსახლეობის კატეგორიას მიეკუთვნება.

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×