რეზონანსი
25.05.2017

 (რეზონანსი) შსს-მ დეპუტატ ირაკლი ხახუბიას შვილის ავტოსაგზაო შემთხვევის საქმეზე, შიდა ქართლის საპატრულო პოლიციის ორი ხელმძღვანელი პირი თანამდებობიდან დაითხოვა. ორივე თანამშრომელი გამოძიების დასრულებამდე კადრების განკარგულებაშია გადაყვანილი.

16 მაისს მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას პარლამენტარ ირაკლი ხახუბიას შვილი, 21 წლის ბექა ხახუბია ემსხვერპლა. გავრცელებული ინფორმაციით, ნასვამ მდგომარეობაში მყოფ ახალგაზრდას პოლიციამ გორის გვირაბთან სატვირთო ავტომობილით ჩაუხერგა გზა, რომელსაც ხახუბია ხილვადობის ნაკლებობის გამო, მაღალი სიჩქარით შეეჯახა და ადგილზე დაიღუპა.

მომხდარის შესახებ სოციალურ ქსელში „რეფორმირების ცენტრის" ხელმძღვანელი, ზვიად კუპრავა წერს. მისი თქმით, ის თავად მუშაობდა ამ უწყებაში და ინფორმაციაც მოქმედი პოლიციის თანამშრომლებისგან აქვს.

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×