რეზონანსი
25.05.2017

 (რეზონანსი) ნადეჟდა სავჩენკოს პარტია უკრაინის საპარლამენტო არჩევნებში მიიღებს მონაწილეობას. ამის შესახებ უკრაინელმა პოლიტიკოსმა პოლონურ გამოცემასთან ინტერვიუში განაცხადა.

„საპარლამენტო არჩევნებში ჩემი პოლიტიკური ძალა ჩაერთვება. ეს იქნება პოლიტიკური პარტია - ნადეჟდა სავჩენკოს სოციალური პლატფორმა. უნდა აღდგეს სახელმწიფო არქიტექტურა და ხალხს კომფორტული არსებობის შანსი უნდა მიეცეს" , - განაცხადა სავჩენკომ.

ნადეჟდა სავჩენკო მიიჩნევს, რომ საპარლამენტო არჩევნებში მისი პარტიის მონაწილეობა ქვეყანას იმ არაჯანსაღი პოლიტიკური სისტემის დანგრევაში დაეხმარება, რომელიც უკრაინაში 25 წლის წინ შეიქმნა.

სავჩენკომ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ მზად არის პრეზიდენტის თანამდებობის დასაკავებლად იბრძოლოს. უკრაინის საპრეზიდენტო არჩევნები 2019 წლის 31 მარტს იგეგმება.

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×