რეზონანსი
25.05.2017

 (რეზონანსი) უზბეკეთის განათლების სამინისტრომ სასკოლო ბანკეტები აკრძალა. უწყების განმარტებით, მიზეზი ოჯახის ბიუჯეტის დაზოგვაა. მინისტრის ბრძანებაში ნათქვამია,რომ ყოველ 25 მაისს გაიმართება ღონისძიება სახელწოდებით „მშვიდობით სკოლავ, გამარჯობა კოლეჯო", რომელშიც მონაწილეობას მოსწავლეები, მასწავლებლები და მშობლები მიიღებენ.

ყოველ 25 მაისს მოსწავლეებს დააჯილდოვებენ სხვადასხვა ნომინაციაში: „ჩვენი სიამაყე", „სპორტის ოსტატი", „ყველაზე კრეატიული", „ყველაზე სუსტი გოგონა".

ანალოგიური გადაწყვეტილება მიიღო ტაჯიკეთის მთავრობამაც, სადაც სასკოლო ბანკეტებთან ერთად, ბოლო ზარიც გაუქმდა. სასკოლო ბანკეტების აკრძალვის ინიციატივით გამოვიდა ჩეჩნეთის პრეზიდენტი რამზან კადიროვიც.

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×